რონალდოს სკანდალური განცხადება „ინტერზე“
Aa
Aa

რონალდოს სკანდალური განცხადება „ინტერზე“

შაბათს, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო, ინტერის თამაშს დაესწრო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ „სამპდორიას“ წინააღმდეგ შეხვედრისთვის „ფენომენი“ სტადიონზე მასიმო მორატიმ დაპატიჟა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ „ნერიაძურის“ ქომაგებმა რონალდო ცივად მიიღეს, რადგან თავის დროზე, მან მადრიდის "რეალიდან" წამოსვლის შემდეგ მილანის“ ფორმა ჩაიცვა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი თავად ბრაზილიელმაც გააკეთა, რომელმაც საკმაოდ საინტერესო ამბავი გაიხსენა:

ველოდი თუ არა გულშემატკივრების მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას? სიმართლე გითხრათ ამაზე არ მიფიქრია. თანაც სან სიროზე არ მოვსულვარ მათი რეაქციის სანახავად, უბრალოდ ამ სტადიონზე მინდოდა ყოფნა. ამიტომაც არაფერს ვნანობ. 2007 წელს "ინტერში" დაბრუნება მინდოდა და ამის შესახებ ბრანკას ვუთხარი (ბრანკა მაშინ "ინტერის" სპორტული დირექტორი იყო). მან მითხრა, რომ აუცილებლად უნდა გაესაუბროს მორატის. მათი პასუხი ერთი კვირის განმავლობაში არ ჩანდა. ჩემი დაბრუნება ადრიანოს წასვლაზე იყო დამოკიდებული. საბოლოოდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ადრიანო არ გაეყიდათ. არ შემეძლო მადრიდში დარჩენა. მილანს ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ჩემს გულში. ის ძალიან მომწონს. გარდა ამისა, მილანმა ძალიან დიდი ძალები დახარჯა ჩემს გადასაბირებლად.  ინტერის უარმა კი ტკივილი მომაყენა. ისე, როგორც ხუთი წლის წინ, როდესაც რეალში გადავედი. საქმე იმაშია, რომ გარკვეული პირობების თანახმად მზად ვიყავი დასარჩენად, მაგრამ არც მაშინ წამოვიდა კლუბი ჩემს მხარეს. სკუდეტო? ძალიან მინდა, რომ ტიტული მოიგოს "ინტერმა", მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით უფრო მართებული იქნება ჩემპიონთა ლიგაზე საუბარი. "ნაპოლი" თუ "იუვე"? ამ ბრძოლაში ნეაპოლელებს ვქომაგობ. თქვენი აზრით, შემიძლია ოდესმე იუვენტუსის სასარგებლოდ რაიმის თქმა? – განაცხადა რონალდომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები