„ლაციოს“ პრეზიდენტის გამაოგნებელი განცხადება!
Aa
Aa

„ლაციოს“ პრეზიდენტის გამაოგნებელი განცხადება!

რომის „ლაციოს“ პრეზიდენტმა, კლაუდიო ლოტიტომ „II Messaggero“-სთან საუბარში ყველასთვის მოულოდნელი რამ განაცხადა. საქმე კლუბის 22 წლის ბრაზილიელ შემტევს, ფელიპე ანდერსონს ეხება. ლოტიტოს თქმით, მან ფეხბურთელი უკვე გაყიდა „მანჩესტერ იუნაიტედში“, აღნიშნულმა ტრანსფერმა კი 60 მილიონი ევრო შეადგინა.

„მე 2013 წელს ფელიპე ანდერსონი 8 მილიონ ევროდ ვიყიდე, ახლა კი მასში 60 მილიონი გადამიხადეს. ის მომავალი სეზონიდან „მანჩესტერ იუნაიტედში“ იასპარეზებს“ - განაცხადა კლაუდიო ლოტიტომ.

ფელიპე ანდერსონი „ლაციომ“ 2013 წელს „სანტოსიდან“ შეიძინა. მას შემდეგ ფეხბურთელმა რომაული გუნდის მაისურით 91 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 19 გოლისა და 17 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები