ანრი: მესი ნამდვილი ცხოველია
Aa
Aa

ანრი: მესი ნამდვილი ცხოველია

„არსენალისა“ და „ბარსელონას“ ხვალინდელ დაპირისპირებას „მეთოფეთა“ ლეგენდა, ტიერი ანრიც გამოეხმაურა:

„არსენალს“ წინ წარმოუდგენლად რთული დაპირისპირება ელის. „ბარსელონას“ ნაირი გუნდის წინააღმდეგ, ტაქტიკურად იდეალურად მომზადება თითქმის შეუძლებელია. რათქმაუნდა ნომერ პირველი ამოცანა ლიონელ მესის შეჩერებაა. როდესაც არგენტინელი ბურთს იღებს, ის ცხოველი ხდება, რომელიც მეტოქის კარზეა დაგეშილი და მისი შეჩერება ფაქტობრივად წარმოუდგენელია. თუმცა მიუხედავად ამისა, მას ვერ დაუყენებ პერსონალურად 1 ფეხბურფთელზე მეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში სივრცეები გაეხსნებათ ლუის სუარესსა და ნეიმარს. ასეთი რამ კი ვენგერმა არ უნდა დაუშვას. 2 აზრი არ არის, რომ „არსენალი“ იღბალის გარეშე შემდეგ ეტაპზე ვერ გავა, თუმცა ვენგერის ბიჭებმა მოედანზე მაქსიმუმი უნდა დადონ, ამან კი შესაძლოა სასურველი შედეგიც მოიტანოს“ - განაცხადა ტიერი ანრიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები