ვალდანო: ყველაფერი დამთავრდა!
Aa
Aa

ვალდანო: ყველაფერი დამთავრდა!

ესპანეთის ჩემპიონატის უკანასკნელი ტურის შემდეგ, მადრიდის „რეალის“ ლეგენდა, ხორხე ვალდანო მიიჩნევს, რომ „პრიმერადივიზიონის“ ბედი უკვე გადაწყვეტილია და კატალონიის „ბარსელონას“ ჩემპიონობას ვეღარავინ წაართმევს.

"ბლაუგრანა" დიეგო სიმეონეს გუნდს რვა ქულით უსწრებს, მადრიდის „რეალს“. თანაც, მომდევნო ტურში მადრიდული დერბია და ორივე თუ არა, ერთ–ერთი კონკურენტი კიდევ დაკარგავს ქულებს. როგორც ჩანს, „ბარსელონა“ უკვე ესპანეთის ჩემპიონია, თუნდაც ისე, რომ პირდაპირ შვებულებაში გავიდნენ. დისტანცია გუნდებს შორის საკმაოდ დიდია. კატალონიელებმა კი იციან იმ თამაშების მოგებაც, რომელიც არ მისდით კარგად“ – განაცხადა ვალდანომ.

შეგახსენებთ, რომ „პრიმერადივიზიონის“ 25–ე ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „ლას პალმასს“ სძლია. „რეალმა“ და „ატლეტიკომ“ კი საკუთარი შეხვედრები ფრედ ითამაშეს და ლუის ენრიკეს გუნდს კიდევ უფრო ჩამორჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები