ვერმალენი: ამას აუცილებლად გავაკეთებ!
Aa
Aa

ვერმალენი: ამას აუცილებლად გავაკეთებ!

ხვალინდელ „არსენალისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირებას მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელის. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი „მეთოფეთა“ ყოფილმა და კატალონიური კლუბის ამჟამინდელმა ფეხბურთელმა ტომას ვერმალენმა გააკეთა.

„აღვნიშნავ თუ არა გოლს „არსენალის“ კარში? აუცილებლად. ახლა „ბარსელონაში“ ვთამაშობ და ამით ძალიან ბედნიერი ვარ. არც იმას ვუარყოფ, რომ „არსენალის“ მიმართ თბილი გრძნობები მაკავშრებს, რადგან ეს ის კლუბია, რომელმაც კარიერის ახალ ეტაპზე ამიყვანა და ძალიან ბევრი რამ მომცა. ახლა კი „ბარსელონაში“ ვერ და წინსვლა მსურს. ლონდონში ბევრ ჩემს ყოფილ თანაგუნდელს ვიხილავ. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური მომენტი იქნება“ - განაცხადა ვერმალენმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები