სპალეტის სკანდალური განცხადება ტოტიზე
Aa
Aa

სპალეტის სკანდალური განცხადება ტოტიზე

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „რომამ“ საკუთარ მოედანზე „პალერმო“ მიიღო და მეტოქე 5-0 გაანადგურა. აღნიშნული მატჩი მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ შეაფასა, რომელმაც მისი საუბრის უდიდესი ნაწილი ფრანჩესკო ტოტის დაუთმო.

„რომას“ თავკაცის რანგში, ჩემი პირველი ინტერვიუს დროს ვთქვი, რომ არაფერში არ ჩავერევი ზედმეტად. ტოტი ნამდვილად აკეთებს ყველაფერს, რაც სურს და მის განკარგულებაში ნებისმიერი პოზიცაა. მისი ღვაწლისა და ქარიზმის გათვალისწინებით მას ნებისმიერი როლის შესრულება შეუძლია და ყველაფერი კარგადაც გამოუვა. ტოტის ვუთხარი, რომ თუ რაიან გიგზის მსგავსად სურს ყოფნა, შეუძლია რომ ეს გააკეთოს. თუ პაველ ნედვედობას სურს, არც ეს არის პრობლემა. თუმცა თუ უნდა, რომ იყოს გუნდის წევრი, დანარჩენებთან თანაბარი უნდა იყოს და არ მოითხოვოს განსაკუთრებული ყურადღება. კლუბში იმისათვის მოვედი, რომ "რომა" რთული სიტუაციიდან გამოვიყვანო დ შედეგები გავაუმჯობესო. პირველ რიგში, ამაზე უნდა ვიფიქრო. კლუბში იციან, რომ თუ ფრანჩესკო რაიმეს მოითხოვს, აუცილებლად მის მხარეს დავიჭერ. ჩემი კედელი საფეხბურთო მაისურებითაა სავსე და აქედან შვიდი–რვა სწორედ მისია. დღეს ჩემმა შვილმა კითხრა თუ რატომ ვეჩხუბები ტოტის, მაგრამ ასეთი არაფერი მომხდარა. მხოლოდ საკუთარ საქმეს ვაკეთებ. ტოტის ჰქონდა მინდორზე გასვლის საშუალება და თუ გააგრძელებს მუშაობას, აუცილებლად მივცემ შანსს. ფრანჩესკოს შეუძლია იმუშავოს სხვებთან ერთად, მათ დონეზე, მაგრამ არსებობს რაღაცეები, რაც მხოლოდ მას შეუძლია. როდესაც ვირჩევ ძირითად შემადგენლობას, აუცილებლად ობიექტური უნდა ვიყო, რადგან ეს ჩემი მოვალეობაა – განაცხადა ლუჩანო სპალეტიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები