Aa
Aa

"დალასმა" "ფილადელფია" არ დაინდო

ზაზა ფაჩულიას "დალასმა" NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა შინ "ფილადელფიასთან" გამართა და ანგარიშით 129:103 დაამარცხა.

ფაჩულია, ტრადიციისამებრ, სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 19.14 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან 9 ქულა, 10 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, ბურთი კი 

ორჯერ დაკარგა.

ქართველმა ცენტრმა 5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ფაჩულიამ ორივე გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი მოხსნა დააგროვა.

ყველაზე მეტი, 31 ქულა ფილადელფიელმა ჯალილ ოკაფორმა მოაგროვა.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრაში "დალასის" გერმანელმა ლიდერმა დირკ ნოვიცკიმ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. ნოვიცკი მე-6 კალათბურთელი გახდა NBA-ს ისტორიაში, ვინც 29 000-ქულიან ზღვარს გასცდა. საიუბილეო ქულა კი ნოვიცკიმ ზაზა ფაჩულიას ეფექტური პასის შემდეგ ჩააგდო.

აქამდე 29-ათასიან ნიშნულს კარიმ აბდულ-ჯაბარმა, კარლ მელოუნმა, კობი ბრაიანტმა, მაიკლ ჯორდანმა და უილტ ჩემბერლენმა მიაღწიეს.

საბოლოოდ ნოვიცკიმ "ფილადელფიასთან" 18 ქულა ჩააგდო.

"ფილადელფიასთან" მატჩის შემდეგ "დალასი" 30 მოგებითა და 27 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. 

მომდევნო მატჩს "დალასი" შინ "ოკლაჰომასთან", ჩვენი დროით 25 თებერვალს, გამთენიისას გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები