„ბაიერნი“ მეგა ტრანსფერს ამზადებს!
Aa
Aa

„ბაიერნი“ მეგა ტრანსფერს ამზადებს!

როგორც იტალიური გამოცემა „Tuttosport“ იუწყება, „მილანის“ კოლუმბიელი თავდამსხმელი კარლოს ბაკა, მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესთა სფეროში მოხვდა.

ფეხბურთელის შეძენით პირადად კარლო ანჩელოტია დაინტერესებული, რომელიც „რეკორდმაისტერს“ ზაფხულში ჩაიბარებს. აღსანიშნავია, რომ გასული ზამთრის სატრანსფერო პერიოდის დროს, „მილანმა“ კარლოს ბაკაზე 60 მილიონიანი შემოთავაზება დაბლოკა, რომელიც გუნდს ჩინეთიდან ჰქონდა. ასე, რომ სავარაუდოდ „როსონერი“ საკუთარ ბომბარდირს აღნიშნულ თანხაზე ნაკლებად არ შეელევა.

როგორც გასულ ზაფხულს ვრცელდებოდა ინფორმაცია, „მილანს“ კარლოს ბაკას შეძენა სწორედ კარლო ანჩელოტიმ ურჩია, ახლა კი როგორც ჩანს, იტალიელ სპეციალისტს, კოლუმბიელი ფორვარდის ხილვა საკუთარ გუნდში სურს.

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, კარლოს ბაკამ 25 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 13 გოლისა და 2 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები