გუარდიოლას „რეალის“ ვარსკვლავის შეძენა სურს
Aa
Aa

გუარდიოლას „რეალის“ ვარსკვლავის შეძენა სურს

როგორც გერმანული გამოცემა „AS“ იუწყება, მადრიდის რეალისა“ და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველით, ტონი კროოსის შეძენით „მანჩესტერ სიტი“ ინტერესდება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, კროოსის საკუთარ გუნდში ხილვა „ქალაქელების“ მომავალ მთავარ მწვრთნელ, ხოსეპ გუარდიოლას სურს. ითქვა ისიც, რომ კატალონიელი სპეციალისტი „სიტის“ სპორტულ დირექტორ, ჩიკი ბეგირისტანთან ერთად, შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით 26 წლის ფეხბურთელის აგენტს უკვე დაუკავშირდა.

„სიტის“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გუარდიოლას ტრანსფერებისთვის ფინანსური შეზღუდვა არ ექნება. სწორედ ამიტომ, დიდია იმის ალბათობა, რომ კლუბმა ტონი კროოსის დაყოლიება შეძლოს. გუარდიოლა გერმანელ ნახევარმცველს, იაია ტურეს შემცვლელად განიხილავს, რომელიც ზაფხულში მანჩესტერული გუნდის რიგებს დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები