პელეგრინი: ტოპ კლუბი უმაღლესი დონის ფეხბურთელს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა იმატებდეს
Aa
Aa

პელეგრინი: ტოპ კლუბი უმაღლესი დონის ფეხბურთელს ყოველ 2 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა იმატებდეს

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწავრთნელმა, მანუელ პელეგრინიმ ჟურნალისტებთან იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ უნდა ყალიბდებოსეს ნებისმიერი ევროპული გრანდის შემადგენლობა.

 

„დღეს გასაკვირი არავისთვის აღარ არის, რომ დიდმა გუნდებმა ყოველი სატრანსფერო პერიოდის დროს საკუთარი შემადგენლობა თუნდაც ერთი მაღალი დონის მოთამაშით უნდა გააძლიერონ. ეს 2 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ხდებოდეს. მე საუბარი მაქვს „ჩელსიზე“, „ბარსელონაზე“ და „ბაიერნზე“ და მადრიდის „რეალზე“. ამას ნებისმიერი მათგანი აკეთებს. მომავალი სეზონის გეგმებზე საუბარი არ მსურს, რადგან ჯერ ეს სეზონი უნდა ჩავამთავროთ და ფეხბურთელებთან ერთად დაშვებული შეცდომები გავაანალიზოთ“ - განაცხადა პელეგრინიმ

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები