რატომ დამარცხდა „მანჩესტერი“ „მიდტიულანდთან“? ვან გაალის კომენტარი გაგაოცებთ!
Aa
Aa

რატომ დამარცხდა „მანჩესტერი“ „მიდტიულანდთან“? ვან გაალის კომენტარი გაგაოცებთ!

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა დანიურ „მიდტიულანდთან“ ევროპის ლიგის 1/16 ფინალის პირველი მატჩი შეაფასა, რომელიც ყველასთვის მოულოდნელად, მისმა გუნდმა ანგარიშით 2-1 დათმო.

„არ გაგვიმართლა! რთულია შეხვედრისთვის მომზადება, როდესაც 14 ტრავმირებული ფეხბურთელი გყავს. პირველი გოლის დროს იღბალი აშკარად მასპინძელთა მხარეს იყო, რადგან გოლი რიკოშეტის შედეგად გავუშვით. ეს უკვე მეტისმეტია. მეორე ტაიმში ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ, თუმცა ჯესი ლინგარდს ორი ჩინებული მომენტი ჰქონდა და გატანა მართებდა. ძნელია კარგი შედეგის ჩვენება, როცა ყოველ კვირას მეოდანზე სხვადასხვა მოთამაშის გაყვანა გიწევს. „მიდტიულანდი“ სახლში აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, რადგან ჩვენი მიზანი „ევროპა ლიგის“ მოგებაა“ - განაცხადა ლუი ვან გაალმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები