ეს დაუჯერებელია! „სიტი“ ამ ფეხბურთელში 50 მილიონს იხდის
Aa
Aa

ეს დაუჯერებელია! „სიტი“ ამ ფეხბურთელში 50 მილიონს იხდის

როგორც ავტორიტეტული გერმანული გამოცემა „Bild“ იუწყება, მიუნხენის „ბაიერნის“ ამჟამინდელი და „მანჩესტერ სიტის“ მომავალი მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გუარდიოლა, მიუნხენგლადბახის „ბორუსიას“ ნახევარმცველით, გრანიტ ჯაკას შეძენით არის დაინტერესებული.

კატალონიელ სპეციალისტს ფეხბურთელის შეძენა ზაფხულში სურს, როდესაც იგი მანჩესტერულ გუნდს ჩაიბარებს. გუარდიოლა, ჯაკას „მანჩესტერ სიტის“ ნახევარდაცვის მომავალ ლიდერად ხედავს.

Bild“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობამ გუარდიოლას ინტერესის შესახებ უკვე იცის და მზად არის, რომ „გლადბახს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შესთავაზოს. თავად ფეხბურთელს კი არაერთხელ უთქვამს, რომ მისი ოცნება „პრემიერლიგაში“ თამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები