უეინ რუნისა და ვან გაალს შორის კონფლიქტია?
Aa
Aa

უეინ რუნისა და ვან გაალს შორის კონფლიქტია?

როგორც მოგეხსენებათ, დღეს „ევროპა ლიგის“ მე-16 ფინალური ეტაპის მატჩები აიღებს სტარტს. საკუთარ შეხვედრას ჩაატარებს „მანჩესტერ იუნაიტედიც“ რომელიც სტუმრად „მიდტიულანდს“ დაუპირისპირდება. ცნობილი გახდა, ლუი ვან გაალმა აღნიშნული მატჩისთვის, განაცხადში გუნდის კაპიტანი უეინ რუნი არ შიყვანა.

გაურკვეველია, თუ რატომ მიიღო ჰოლანდიელმა სპევიალისტმა ეს გადაწყვეტილება. როგორც ცნობილია, რუნის არავითარი დაზიანება არ აწუხებს. ბრიტანული პრესის ვარაუდით, ვან გაალმა უბრალოდ რუნის დასვენება გადაწყვიტა და მათ შორის არანაირი კონფლიქტი არ არსებობს.

უეინ რუნიმ, მიმდინარე სეზონში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურით 32 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც 14 გოლის გატანა მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები