დელ პოტრო კორტს გამაჯვებით დაუბრუნდა
Aa
Aa

დელ პოტრო კორტს გამაჯვებით დაუბრუნდა

11-თვიანი იძულებითი შესვენების შემდეგ არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო კორტს “დელრეი ბიჩის” ტურნირზე დაუბრუნდა.

არგენტინელმა, რომელიც ამჟამად რეიტინგში 1042-ე ადგილზეა, 65-ე ნომერი ამერიკელი დენის კუდლა 6:1, 6:4 გაანადგურა. შეხვედრა ერთ საათს გაგრძელდა. დელ პოტრომ 5 ეისი ჩააწოდა და ამდენვე ორმაგი შეცდომა დაუშვა, სამი ბრეიკი შეასრულა, ხოლო მეტოქეს კი არც ერთი ბრეიკ პოინტიც კი არ ჰქონდა.

მატჩისშემდეგ არგენტინელმა მცირე კომენტარი გააკეთა: “11-თვიანი შესვენების შემდეგ პირველი გამარჯვება, საკმაოდ კარგი საჩუქარია. მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, რომ ძველი ფორმის აღსადგენად გავაგრძელო მუშაობა. თავს ჯანმრთელად ვგრძნობ. შესაძლოა მე ისევ საშიში მეტოქე გავხდე” – განაცხდა ხუან მარტინმა.

დელ პოტროს მომდევნო მეტოქე ჯონ პატრიკ სმიტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები