კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი დორტმუნდის „ბორუსიაში“
Aa
Aa

კიდევ ერთი ახალგაზრდა ტალანტი დორტმუნდის „ბორუსიაში“

როგორც დორტმუნდის „ბორუსიას“ ოფიციალური ვებ–გვერდი იუწყება, კლუბმა ესპანური „ოსასუნადან“ 19 წლის ნახევარმცველი მიკელ მერინო დაიმატა. ახალგაზრდა ტალანტთან ხუთწელიწად–ნახევრიანი კონტრაქტი გაფორმდა და მის სანაცვლოდ „დორტმუნდმა“ 5 მილიონი ევრო გადაიხადა. მერინო გერმანულ კლუბს მომავალი სეზონიდან შეუერთდება.

„მიკელს ყველა თვისება აქვს იმისთვის, რომ ვარსკვლავი გახდეს. ის ერთ–ერთი ყველაზე ნიჭიერი ესპანელი ფეხბურთელია და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ მომავალი სეზონიდან ის ჩვენი გუნდის ღირსებას დაიცავს“ – ნათქვამია „ბორუსიას“ ოფიციალური საიტის განცხადებაში

შეგახსენებთ, რომ მიკელ მერინო ესპანეთის 19 წლამდელთა ნაკრების რიგებში 2015 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები