Aa
Aa

"ბარსას" ყოფილი ვარსკვლავი ისევ გვარდიოლასთან ითამაშებს?

სენსაციურ და ძალიან საინტერესო ცნობას ავრცელებს ესპანური გამოცემა sport. საქმე ეხება კატალონიის "ბარსელონას" ყოფილ მოთამაშეს ვიქტორ ვალდესს, რომელიც ამჟამად იჯარის წესით ბელგიური "სტანდარდში" ასპარეზობს.  

მოგეხსენებათ, ვალდესი "მანჩესტერ იუნაიტედს" ეკუთვნის და ამ გუნდთან კონტრაქტის ვადა ზაფხულში ეწურება. ვიცით ისიც, რომ სეზონის ბოლოს კი გვარდიოლა ოფიციალურად გახდება "სიტის" მთავარი მწვრთნელი. ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა მოიპოვეს კულუარული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პეპმა ვალდესს თავის მომავალ გუნდში თამაშზე სიტყვა უკვე ჩამოუგდო და არის რიგიანი შანსი იმისა, რომ ვეტერანი გოლკიპერი, "იუნაიტედის" მოსისხლე მტრის ბანაკში აღმოჩნდეს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები