შარაპოვა ტრავმირებულია!
Aa
Aa

შარაპოვა ტრავმირებულია!

ქალთა ჩოგბურთში ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, რუსმა მარია შარაპოვამ ისევ ტრავმა მიიღო და უახლოეს ხანში კორტზე ვერ ვიხილავთ.

"მაშას" მხრის დაზიანება აქვს და ექიმების ვარაუდით, თბერვლის ბოლომდე მოუწევს დასვენება, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი დოჰას ტურნირს გამოტოვებს. 

შეგახსენებთ, რომ 28 წლის შარაპოვას დიდი სლემის 5 ტიტული აქვს აქტივში, აქედან ორჯერ მან "როლან გაროსზე" იპირველა. მოქმედ ქალ ჩოგბურთელთაგან იგი სერენა უილიამსთან ერთად ერთადერთია, ვისაც ე.წ. "კარიერული სლემი" აქვს შესრულებული, რაც დიდი სლემის ოთხივე ტურნირის მოგებას გულისხმობს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები