ძანეტი: მარადონასა და მესის შედარება საჭირო არ არის
Aa
Aa

ძანეტი: მარადონასა და მესის შედარება საჭირო არ არის

არგენტინის ნაკრებისა და მილანის "ინტერის" ლეგენდარულმა მცველმა, ხავიერ ძანეტიმ "ბარსელონას" ამჟამინდელ ლიდერ ლიონელ მესიზე ისაუბრა და ოქროს ბურთის მფლობელისადმი კომპლიმენტებიარ დაიშურა.

"არ მესმის თუ რატომ ადარებენ მუდამ მარადონასა და მესის. დიეგოც ისეთივე უნიკალური იყო, როგორც ახლა ლეოა და მათი შედარება უბრალოდ სისულელეა. მესიმ ხუთი ოქროს ბურთი მოიგო, ოთხჯერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის ტიტული და 97 გოლის გატანა მოახერხა ერთ წელიწადში. სულაც არ არის აუცილებელი, რომ მან მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს. მეამაყება, რომ მეც არგენტინელი ვარ და მესიც" – განაცხადა ხავიერ ძანეტიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები