ედერს სასწაულების სჯერა
Aa
Aa

ედერს სასწაულების სჯერა

როგორც მოგეხსენებათ, იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე 14 ტურით ადრე მილანის „ინტერი“ სატურნირო ცხრილში მე-4 პოზიციას იკავებს და ლიდერ „ნაპოლის“ 11 ქულით ჩამორჩება. მიუხედავად ასეთი ჰანდიკაპისა, „ნერიაძურის“ ახალწვეულ ედერს, სჯერა რომ მის გუნდს ჩემპიონობის შანსი ჯერ არ დაუკარგავს.

„იუვენტუსი“ და „ნაპოლი“ საკმაოდ წინ არიან, თუმცა ყველას გვახსოვს სეზონის სტარტი, როცა ეს გუნდები ცხრილის მეორე ნახევარში იყვნენ, ხოლო ჩემპიონატს ჩვენ ვლიდერობდით. სავსებით შესაძლებელია, რომ მათ კვლავ ჩავარდნა დაეწყოთ და ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ჩემპიონობის შანსს ხელიდან არ გავუშვებთ. გათამაშების დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის“ - განაცხადა ედერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები