ის
Aa
Aa

ის "ბაიერნის" სამიზნეა...

მორიგ ახალ ამბავს ახმაურბენ გერმანული სპორტული გამოცემები, რომლის თანახმადაც, მიუნხენის "ბაიერნი" მიმდინარე ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირით ხავიერ ერნანდესით ინტერესდება. 

ჩიჩარიტო "ლევერკუზენს" ძალიან კარგად შეეწყო და კარიერაში ერთ-ერთ წარმატებულ სეზონს ატარებს. მექსიკელის ანგარიშზე ბუნდესლიგის 2015-16 წლების გათამაშებაში 13 გოლია. ასეთმა შედეგიანობამ მიუნხენელები ფეხბურთელის შეძენაზე დააფიქრა და თუ ჩვენ გერმანელ კოლეგებს დავუჯერებთ, ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნის" ერთ-ერთი მთავარი სამიზნეთაგანი სწორედ ერნანდესი იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები