გალიანი იაპონელს დიდებულ ფეხბურთელად მიიჩნევს
Aa
Aa

გალიანი იაპონელს დიდებულ ფეხბურთელად მიიჩნევს

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ კლუბი იაპონელი ფეხბურთელის, კეისუკე ჰონდას გაშვებას არ აპირებს. სინიორ გალიანის აზრით, ჰონდას „როსონერისთვის“ საკმაოდ ბევრი სარგებელი მოაქვს და იაპონელი მასზე გაცემულ ავანსებს სრულად ამართლებს.

„ჰონდას დიდებულ ფეხბურთელად მივიჩნევ. ის ჭკვიანი მოთამაშეა და ჩვენს იმედებს სრულად ამართლებს. ძალიან გვინდოდა მისი დამატება და გვსურს, რომ იაპონელი ჩვენთან კონტრაქტის ვადის ამოწირვამდე დარჩეს. ის მოედანზე ბოლომდე იხარჯება და გუნდისთვის ყველაფერს აკეთებს“ - ციტირებს ადრიანო გალიანის სიტყვებს „Milan News“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები