მოურინიო
Aa
Aa

მოურინიო "ჩელსის" საძულველ მეტოქეს შეუთანხმდა!

სულ რამდენიმე წუთის წინ ძალიან საინტერესო ახალი ამბავი გვამცნეს ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემებმა. მათი ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა და გუნდს სათავეში ზაფხულიდან ჩაუდგება. 

"ჩელსიდან" დათხოვნის შემდეგ პორტუგალიელის გადასაბირებლად ყველაზე უფრო მანჩესტერელები აქტიურობდნენ და როგორც აღმოჩნდა, მიზანს მიაღწიეს კიდეც.

ასე რომ, "განსაკუთრებულისა" და პეპ გვარდიოლას სამწვრთნელო დუელი მომავალი სეზონიდან უკვე პრემიერ ლიგაში გაგრძელდება. მოგეხსენებათ, რომ პეპის "სიტიში" დანიშვნაც, აქედანვე გადაწყვეტილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები