ჩიჩარიტო კვლავ საუკეთესოა
Aa
Aa

ჩიჩარიტო კვლავ საუკეთესოა

„ლევერკუზენის“ მექსიკელი ფორვარდი ხავიერ ერნანდესი, ზედიზედ მესამედ, ბუნდესლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

იანვარში გერმანიის ჩემპიონატის მხოლოდ ორი ტური გაიმართა. "ლევერკუზენმა" "ჰოფენჰაიმთან (1:1) ფრე ითამაშა, "ჰანოვერი" კი გაანადგურა - 3:0. მეორე შეხვედრაში მექსიკელმა დუბლი გაიფორმა.

ჩიჩარიტომ ხმათა 63% მიიღო, რითაც პიერ-ემერიკ ობამეიანგს (19%), რობერტ ლევანდოვსკის (15%) და კლაუდიო პიზაროს (6%) აჯობა.

მიმდინარე სეზონში ჩიჩარიტომ 24 შეხვედრა ჩაატარა. მექსიკელი ანგარიშზე 21 გატანილი გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები