ფედერერი ტრავმირებულია!
Aa
Aa

ფედერერი ტრავმირებულია!

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი, 34 წლის როჯერ ფედერერი მუხლის ტრავმის გამო თებერვლის თვეში როტერდამისა და დუბაის ტურნირებს გამოტოვებს. ჩვენ შეგვიძლია გავეცნოთ "მხიარული როჯერის" კომენტარს, რომელიც მან ATP -ს ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბრისას გააკეთა:

"ძალიან ვწუხვარ, რომ იძულებული გავხდი ჩემი 2 საყვარელი ტურნირიდან, რომლებიც როტერდამსა და დუბაიში გაიმართება, განაცხადი მომეხსნა. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ და ვეცდები ჩოგბურთს რაც შეიძლება მალე დავუბრუნდე" - აცხადებს ფედერერი.

დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ ფედერერი მწყობრში მარტის შუა რიცხვებში, მაიამისა და ინდიან უელსის მასტერსისთვის იქნება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები