რიკარდო მონტოლივო მილანურ დერბიზე საუბრობს
Aa
Aa

რიკარდო მონტოლივო მილანურ დერბიზე საუბრობს

როგორც მოგეხსენებათ, კვირას იტალიის ჩემპიონატში მილანური დერბი გაიმართება, რომელიც ყოველთვის მსოფლიო ყურედღების ცენტრშია. აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით კომენტარი „მილანის“ კაპიტანმა, რიკარდო მონტოლივომ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს დაპირისპირება მიმდინარე სეზონში „როსონერისთვის“ ყველაზე მნიშვნელოვანია.

"მიმდინარე სეზონში, სამწუხაროდ ყველაფრის რადიკალურად შეცვლა ვერ მოვახერხეთ. ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი სტაბილურობის არქონაა. დერბი გადამწვეტი მატჩია იმისთვის, რომ საკუთარი ძალების ბოლომდე ვირწმუნოთ და სეზონის დასრულებამდე იმედები შევინარჩუნოთ. წინ ასევე გველის იტალიის თასის ფინალი და შეგვიძლია, რომ საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, ტიტულიც მოვიპოვოთ“ - განაცხადა რიკარდო მონტოლივომ „Football Italia“-სთან საუბარში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები