ჯოკოვიჩმა მაიამის ღია პირველობა მოიგო
Aa
Aa

ჯოკოვიჩმა მაიამის ღია პირველობა მოიგო

მაიამის ღია პირველობის დასკვნით მატჩში მსოფლიო რეიტინგის პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი ენდი მარეის დაუპირისპირდა და 7:6, 4:6, 6:0 სძლია. ამ გამარჯვებით „ნოლემ“ ფლორიდის შტატის პრესტიჟული ტურნირი მეხუთედ მოიგო. აღსანიშნავია ისიც, რომ ნოვაკმა 3 სეზონის განმავლობაში 2 ამერიკული ტურნირი, ინდიან უელსი და მაიამი მოიგო.

რაც შეეხება ჯოკოვიჩი მარეის დაპირისპირებას, მატჩი 2 საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა 5 ბრეიკი, 4 ეისი შეასრულა და ენდისთან ურთიერთშეხვედრების ბალანსი 18:8 გახადა.

 

მაიამის ღია პირველობის მოგებით „ნოლემ“ 1000 სარეიტინგო ქულა და 900 400 დოლარი დაისაკუთრა. მისი ტიტულების რაოდენობა კი 51-ამდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები