ელ შაარავიმ მისი სამომავლო მიზნების შესახებ ისაუბრა
Aa
Aa

ელ შაარავიმ მისი სამომავლო მიზნების შესახებ ისაუბრა

ახალგაზრდა იტალიელმა შემტევმა, სტეფან ელ შაარავიმ, „რომაში“ გადასვლის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და „ჯალოროსის“ სპორტულ დირექტორ, ვალტერ საბატინის მოცემული შანსისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემი მთავარი ამოცანა მაღალი დონის ფეხბურთის ჩვენება და ევროპის ჩემპიონატისთვის იტალიის ნაკრებიდან მოწვევის მიღებაა. ვფიქრობ, რომ იტალიაში უფრო მეტი შანს მაქვს მივიქციო ეროვნული ნაკრების მწვრთნელების ყურადღება. მინდა მადლობა გადავუხადო "რომას" სპორტულ დირექტორს, ვალტერ საბატინის, მოცემული შანსისთვის და აგრეთვე მადლობა გუნდის თავკაც ლუჩიანო სპალეტის. ვეცდები, რომ ჩემზე გაცემული ავანსები ბოლომდე გავამართლო – განაცხადა ელ შაარავიმ.

შეგახსენებთ, რომ ელ შაარავი „მილანის“ მფლობელობაში იმყოფება და სურვილის შემთხვევაში რომაულ კლუბს მისი გამოსყიდვა 13 მილიონი ევრო დაუჯდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები