Aa
Aa

"ბაიერნს" მუსტაფის დამატება სურს

როგორც გერმანული გამოცემა „Bild“ იტყობინება, „ვალენსიას“ გერმანელი ცენტრალური მცველი, შკოდრან მუსტაფი შესაძლოა რამდენიმე დღეში მიუნხენური გრანდის ფეხბურთელი გახდეს.

„ბაიერნის“ ხელმძღვანელობა აღნიშნულ ტრანსფერზე მას შემდეგ გადაერთო, რაც ჟერომ ბოატენგმა სერიოზული ტრავმა მიიღო. მიუნხენელებს განზრახული აქვთ, რომ ცენტრალური მცველი მომდევნო 1 კვირის განმავლობაში დაიმატონ.

ამის მიუხედავად, „ბაიერნის“ ხელმძღვანელები მუსტაფის ვარიანტში ბოლომდე არ არიან დარწმუნებულნი, რადგან „ვალენსია“ ფეხბურთელში 50 მილიიონ ევროს ითხოვს და თანაც, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში, მუსტაფი მიუნხენელებს ვერ დაეხმარება „ჩემპიონთა ლიგაზე“. სავარაუდოდ, მხარეებს შორის მოლაპარაკებები კიდევ უფრო გაღრმავდება და კონკრეტულ შედეგებს უახლოეს რამდენიმე დღეში უნდა ველოდოთ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მუსტაფიმ 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლის გატანა შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები