პელეგრინი: ჩვენ ყველა თამაში უნდა მოვიგოთ
Aa
Aa

პელეგრინი: ჩვენ ყველა თამაში უნდა მოვიგოთ

პრემიერლიგის 31-ე ტურის დასკვნითი მატჩი სელჰარსტ პარკზე გაიმართება, სადაც კრისტალ პალასი მანჩესტერ სიტის უმასპინძლებს. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე „ქალაქელთა“ დამრიგებელმა მანუელ პელეგრინიმ გუნდის მიზნებზე ისაუბრა.

„ძალიან რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ. პრემიერლიგის მოსაგებად, დარჩენილი 8 თამაშის მოგება გვმართებს. არის თუ არა ეს რეალური? რათქმაუნდა, მაგრამ ამჯერად ჩვენ მხოლოდ მომდევნო შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ. ჩვენ მხოლოდ მათემატიკური შანსი დაგვრჩა, მაგრამ რათქმაუნდა ამის გამოყენებას შევეცდებით. ყოველი მომდევნო დაპირისპირება ფინალის ტოლფასია და ფეხბურთელები ამას ძალიან კარგად აცნობიერებენ“. - განაცხადა ჩილელმა სპეციალისტმა

 

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით მანჩესტერ სიტი პრემიერლიგის ცხრილში 61 ქულით მეოთხე პოზიაზე იმყოფება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები