ტიაგო ალკანტარა: ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა
Aa
Aa

ტიაგო ალკანტარა: ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა

12 თვიანი პაუზის შემდეგ ტიაგო ალკანტარა მოედანს დაუბრუნდა. ბუნდესლიგის 27-ე ტურში „ბორუსიას“ წინააღმდეგ გამართულ მატჩში, „ბაიერნის“ ნახევარმცველი მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა.

პრინციპული დაპირისპირება „რეკორდმაისტერმა“ მინიმალური ანგარიშით მოიგო და 67 ქულა დააგროვა. მატჩის შემდგომ ესპანელმა შუახაზელმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

„მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. კლუბს, მწვრთნელებს და თანაგუნდელებს. ისინი ამ მძიმე პერიოდის გადატანაში სულ გვერდში მედგნენ. ცალკე აღნიშვნის ღირსი არიან „ბაიერნის“ გულშემატკივრები. მე მათ მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი.

ზოგი ფიქრობს, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაშია, მაგრამ როდესაც მე სტადიონზე შესვლის დროს გულშემატკივრების შეძახილები გავიგონე დავრწმუნდი, რომ ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა.“.

ტიაგო აღიარებს, რომ სასურველი ფორმისგან ჯერ შორს არის, თუმცა იმედოვნებს რომ სწორი ვარჯიშით და მონდომებით სრულ კონდიციამდე მალე მიაღწევს.

 

„90 წუთი სათამაშოდ მზად არ ვარ. 10 წუთში დაღლა ვიგრძენი, თუმცა ჩემი მიზანი არ შეცვლილა: მოვიგო თამაშები და დავისაკუთრო ტიტულები“ - განაცხადა ალკანტარამ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები