„ინტერმა“ და „ბარსელონამ“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
Aa
Aa

„ინტერმა“ და „ბარსელონამ“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

როგორც იტალიური გამოცემა „Calciomercato“ იუწყება, მილანის „ინტერმა“ შესაძლოა „ბარსელონას“ მატეო კოვაჩიჩისა და პედროს გაცვლა შესთავაზოს. აღნიშნული წყაროს ინფორმაციით „ნერიაძურის“ გუნდის რომელიმე ლიდერის გაყიდვაც სურს, რათა ფინანსური ფეირ-პლეის მოთხოვნები არ დაარღვიოს. ამის გათვალისწინებით კი ზაფხულში მილანელთა ბანაკში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. რაც შეეხება აღნიშნულ ბარტერს, უფრო დეტალური ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

 

იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში, მატეო კოვაჩიჩმა 26 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა შეძლო. რაც არ უნდა საკვირველი იყოს ესპანელ ფორვარდსაც ანალოგიური მაჩვენებელი აქვს. პედრომ „ბარსელონას“ მაისურით ასევე 26 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მის ანგარიშზე კი ხორვატის მსგავსად 5 გატანილი გოლია

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები