გალიანი: კონტე „მილანის“ გაწვრთნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო
Aa
Aa

გალიანი: კონტე „მილანის“ გაწვრთნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი იყო

"მილანის" გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ კლუბის ხელმძღვანელობას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ანტონიო კონტეს ხილვა სურდა.

"მართალია ის, რომ კონტეს "მილანის" თავკაცის პოსტს ვთავაზობდით, თუმცა მან იტალიის ნაკრებში მუშაობა ამჯობინა. ახლა ის ეროვნულ გუნდს წვრთნის. რა იქნება მომავალში? ვინ იცის", - ციტირებს გალიანის სიტყვებს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ "მილანს" იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მერვე პოზიცია უკავია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები