ვან გაალი: „მანჩესტერს“ „პრემიერ ლიგის“ მოგება შეუძლია
Aa
Aa

ვან გაალი: „მანჩესტერს“ „პრემიერ ლიგის“ მოგება შეუძლია

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მის გუნდს ინგლისის ჩემპიონატის მოგება შეუძლია.

„ინგლისის ჩემპიონის ვინაობა გადაწყვეტილი ნამდვილად არ არის. ჩვენ შეხვედრები ისეთი გუნდების წინააღმდეგ დაგვრჩა ჩასატარებელი როგორებიც „მანჩესტერ სიტი“, „ჩელსი“ და „არსენალი“ არიან. ამ მატჩების შედეგებმა კი ცხრილის პირველ ოთხეულში შეიძლება მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინოს. ჩვენ ჩემპიონობის შანსი ჯერ კიდევ არ დაგვიკარგავს“ - განაცხადა ლუი ვან გაალმა

 

შეგახსენებთ, რომ 31-ე ტურის შემდეგ „მანჩესტერს“ ცხრილში მესამე პოზიცია უკავია და პირველ ადგილზე მყოფ ლონდონის „ჩელსის“ 8 ქულით ჩამორჩება. თუმცა ჟოზე მოურინიოს შეგირდებს ერთი თამაში თადარიგში აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები