ანრი: ოქროს ბურთი ლიონელ მესიმ უნდა მოიგოს
Aa
Aa

ანრი: ოქროს ბურთი ლიონელ მესიმ უნდა მოიგოს

ლონდონის "არსენალისა" და "ბარსელონას" ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი აცხადებს, რომ ოქროს ბურთი ლიონელ მესიმ უნდა მოიგოს.

"ვფიქრობ, რასაც მესი ბურთთან ერთად აკეთებს, ნორმალური არაა. თუ რომელიმე თავდამსხმელი სეზონში 23 ან 25 გოლს გაიტანს, ვამბობთ, რომ ის ბრწყინვალეა, თუმცა ლეო ამას სამ თვეში ახერხებს.

ჩემი აზრით, მესიმ რომ ოქროს ბურთი ვერ მოიგოს, სიგიჟე იქნება. ის ამას იმსახურებს. თუმცა, მიკვირს, რატომ არ არის სამეულში ლუის სუარესი" - განაცხადა ტიერი ანრიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები