რონალდინიოს ინგლისური გუნდები ეპატიჟებიან
Aa
Aa

რონალდინიოს ინგლისური გუნდები ეპატიჟებიან

ბრაზილიელ ფორვარდ რონალდინიოს ინგლისის გუნდები ეპატიჟებიან. The Times-ს აღნიშნული ინფორმაცია რონალდინიოს ძმამ დაუდასტურა. "ჩემი ძმა - მებრძოლია. მას უყვარს გამარჯვება და ჯერ კიდევ თამაში სურს. სერიოზული ტრავმები არასდროს ჰქონია და სხეული იდეალურ მდგომარეობაში აქვს. მიმაჩნია, რომ კიდევ 3-4 წელს ითამაშებს. ფული არაფერ შუაშია, ჩემს ძმას, უბრალოდ, თამაში სურს. შემოთავაზებები ინგლისური გუნდებიდან გვაქვს და ვნახოთ,რა იქნება", - განაცხადა ბრაზილიელის ძმამ. შეგახსენებთ, რომ რონალდინიო ევროპაში სხვადასხვა წელს პსჟ-ის, "ბარსელონასა" და "მილანის" ღირსებას იცავდა. 2005 წელს ბრაზილიელმა "ოქროს ბურთი" მიიღო. სექტემბერში "ფლუმინენსესთან" კონტრაქტის გაწყვეტის შემდეგ 35 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები