არსენ ვენგერი: თავდაჯერებულობა აუცილებელია გამარჯვების მოსაპოვებლად
Aa
Aa

არსენ ვენგერი: თავდაჯერებულობა აუცილებელია გამარჯვების მოსაპოვებლად

ლონდონის "არსენალის" მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი კმაყოფილია გუშინდელი გამარჯვებით ემირიათსზე, "ბორნმუთის" წინააღმდეგ - 2:0, რომლის წყალობითაც "მეთოფეები" გალიდერდნენ.

"მატჩის დასაწყისი მძიმე გამოვიდა, რადგან არ გვინდოდა განმეორებულიყო ის, რაც მოხდა საუთჰემპტონში, მოთამაშეები ნერვიულობდნენ. ვფიქრობდით იმაზე, რომ სულელური გოლი არ გაგვეშვა.

თავდაჯერებულობა აუცილებელია გამარჯვების მოსაპოვებლად. არ აქვს მნიშვნელობა ერთი ქულით წინ ვართ თუ უკან. ძალიამ მნიშვნელოვანია შედეგების სტაბილურობა, მაშინ გრძნობ სათამაშო რითმს და უფრო ეფექტურადაც მოქმედებ.

გაბრიელი ძალიან სახიფათო იყო მეტოქის საჯარიმოში და საიმედო დაცვაში. ის ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკურად გამართული დამცველია. შემდეგ თამაშს ძირითადში დაიწყებს თუ არა? ჯერ არ ვიცი. მივეცი რამდენიმე მოთამაშეს დასვენების საშუალება, რადგან ძალიან ინტენსიური პერიოდია" - განაცხადა არსენ ვენგერმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები