რაფაელ ბენიტესი შესაძლოა ზინედინ ზიდანმა შეცვალოს
Aa
Aa

რაფაელ ბენიტესი შესაძლოა ზინედინ ზიდანმა შეცვალოს

მადრიდის "რელის" ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე შეჯერდა იმ შემთხვევისთვის, თუკი ამჟამინდელი თავკაცი რაფაელ ბენიტესი თანამდებობას დატოვებს.

ამის შესახებ Marca იუწყება, რომლის ცნობით, ბენიტესის სავარაუდო მემკვიდრე "რეალის" სარეზერვო გუნდის, "კასტილიის" დამრიგებელი ზინედინ ზიდანია.

თავდაპირველად "რეალის" მწვრთნელად, ზიდანის გარდა, ისეთი სპეციალისტების კანდიდატურებიც განიხილებოდა, როგორებიც არიან ჟოზე მოურინიო, ვიქტორ ფერნადესი, ფაბიო კაპელო და ანტონიო კონტე. თუმცა "რეალის" პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა, საბოლოოდ კანდიდატთა სიიდან ზიდანის გარდა, ყველა გამორიცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები