რობენი: ეს ნამდვილი სირცხვილია
Aa
Aa

რობენი: ეს ნამდვილი სირცხვილია

მიუნხენის "ბაიერნის" ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, განაცხადა, რომ პეპ გვარდიოლას წასვლით ძალიან უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია.

 ესპანელი სპეციალისტი არ ახანგრძლივებს კონტრაქტს "რეკორდმაისტერთან" და გაისად დატოვებს გერმანულ გრანდს, რითიც რობენს დაწყვიტავს გულს.

 "ეს ნამდვილი სირცხვილია, გვარდიოლა არ უნდა მიდიოდეს. დიახ, მე გარკვეულწილად იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ის გვტოვებს.

 უნდა მოვითმინოთ და ვნახოთ როგორ წავა საქმეები ანჩელოტისთან ერთად. როდესაც ახალი მწვრთნელი მოდის, ყოველთვის რაღაც ახალის მოლოდინია, მაგრამ ყველაფერი თავიდან იქნება დასაწყები.

აშკარაა, რომ ჯერ ადრეა რაღაც დასკვნების გამოტანა. წინ კიდევ სეზონის ნახევარია და გვექნება დრო იმისათვის, რომ მოვიპოვოთ ტიტულები.

მოხარული ვარ, რომ 2015 წელი თითქმის დასრულდა, რადგან ის ჩემთვის არ იყო კარგი. რთული ტრავმა მქონდა და იმედი მაქვს, რომ სრულიად მზად ვიქნები ზამთრის შესვენების შემდეგ" – განაცხადა არიენმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები