გიოტცე: წელს „ბორუსიასგან“ ასეთ თამაშს არავინ მოელოდა
Aa
Aa

გიოტცე: წელს „ბორუსიასგან“ ასეთ თამაშს არავინ მოელოდა

დორტმუნდის „ბორუსიას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, მარიო გიოტცემ დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, მის ყოფილ გუნდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი ასეთი ცუდი ასპარეზობით გაოცებულია.

„დორტმუნდის „ბორუსიას“ წლევანდელი გამოსვლით ძალიან გაკვირვებული ვარ. არავინ არ მოელოდა, თუ სიტუაცია ამგვარად წარიმართებოდა. გიუნდოგანსა და როისს საკმაოდ ხშირად ვეკონტაქტები და ვერცერთი მათგანი ვერ ხსნის, თუ რატომ არის გუნდი ასეთ ცუდ მდგომარეობაში“ - განაცხადა მარიო გიოტცემ

 

როგორც მოგეხსენებათ, დღეს დორტმუნდის „ბორუსია“ საკუთარ მოედანზე მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდა და სატურნირო ცხრილში სიტუაცია საგრძნობლად გაირთულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები