ბლატერი ფეხბურთიდან წავიდა
Aa
Aa

ბლატერი ფეხბურთიდან წავიდა

ფიფას პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა, რომელიც რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო საქმიანობას რვა წლით ჩამოაშორეს, „The Wall Street Journal“-თან ინტერვიუში ფეხბურთიდან სრულებით წასვლის შესახებ გამოაცხადა.

"მე დავასრულე საქმიანობა ფეხბურთში. ჩვენი ორგანიზაციისადმი ნდობა 27 მაისს დავკარგე, როდესაც მის საქმიანობაში ამერიკის სამართალდამცველი ორგანოები ჩაერივნენ და ჩვენი ფედერაცია მაფიოზურ სტუქტურად წარმოაჩინეს", - თქვა 79 წლის შვეიცარიელმა.

ბლატერი ფიფას პრეზიდენტად პირველად 1998 წელს აირჩიეს. 2002, 2007, 2011 და 2015 წლების არჩევნებში კი მას ნდობა კვლავ გამოუცხადეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები