ფედერერმა 2016 წლის განრიგი გამოაქვეყნა
Aa
Aa

ფედერერმა 2016 წლის განრიგი გამოაქვეყნა

დიდი სლემის 17-გზის ჩემპიონმა როჯერ ფედერერმა თავის ფეისბუქის გვერდზე 2016 წლის განრიგი გამოაქვეყნა.

დამდეგ წელს როჯერი 16 ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, გრუნტის საფარიან ტურნირებიდან მხოლოდ “როლან გაროსზე” იასპარეზებს. შვეიცარიელი სამ მნიშვნელოვან მასტერსის ტურნირს გამოტოვებს: “რომის”, “მონტე-კარლოს” და “მადრიდის”.

16 ტურნირი, რომელშიც როჯერი 2016 წელს მონაწილეობას მიიღებს: “ბრისბენი”, “ავსტრალიის ღია პირველობა”, “როტერდამი”, “დუბაი”, “ინდიან-უელსი”, “როლან გაროსი”, “შტუტგარტი”. “ჰალე”, “უიმბლდონი”, “ტორონტო”, რიოს ოლიმპიადა, “ცინცინათი”, “ამერიკის ღია პირველობა”, “შანხაი”, “ბაზელი”, “პარიზი”.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები