ვან გაალის ბედი მომდევნო 2 შეხვედრაში გადაწყდება
Aa
Aa

ვან გაალის ბედი მომდევნო 2 შეხვედრაში გადაწყდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი პოსტიდან გათავისუფლების ზღვარზეა.

როგორც ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა "The Telegraph" წერს, თუ "წითელი ეშმაკები" უახლოესი ორი მატჩიდან ერთ-ერთში მაინც დამარცხდებიან, ჰოლანდიელ სპეციალისტს გუნდიდან გაუშვებენ. ცნობისათვის, "მანჩესტერ იუნაიტედი" სტუმრად "სტოკ სიტისთან" ითამაშებს, შემდეგ კი საკუთარ მოედანზე ლონდონის "ჩელსის" მიიღებს.

გამოცემის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა გუნდის შედეგებით უკმაყოფილოა. შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედს" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილი უკავია, გუნდი ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.

პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე შესაძლოა, ჟოზე მოურინიო დაინიშნოს, რომელიც "ჩელსიდან" სულ ახლახან გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები