ენდი მარეის მომდევნო სეზონშიც ამელი მორესმო გაწვრთნის
Aa
Aa

ენდი მარეის მომდევნო სეზონშიც ამელი მორესმო გაწვრთნის

ბრიტანეთის საუკეთესო ჩოგბურთელ ენდი მარეის 2016 წელსაც “დიდი სლემის” 2-გზის ჩემპიონი ფრანგი ამელი მორესმო გაწვრთნის. მიუხედავად იმისა, რომ ამელიმ ცოტა ხნის წინ ბავშვი გააჩინა, ფრანგი 2016 წლიდან მუშაობისთვის მზად იქნება.

ამელი ენდი მარეის მწვრთნელი 2014 წლის ივლისში გახდა, მას შემდეგ კი ბრიტანელის ყველაზე დიდი მიღწევა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალია, სადაც ენდის ტიტულისკენ გზა ნოვაკ ჯოკოვიჩმა გადაუღობა, რომელმაც მორესმოს შეგირდი 4 სეტში გატეხა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები