სერენა უილიამსი:
Aa
Aa

სერენა უილიამსი: "ინდიან უელსში დაბრუნება ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია"

ქალთა შორის მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელ სერენა უილიამსის განცხადებით, 2015 წელს ინდიან უელსის ტურნირზე დაბრუნება მის კარიერაში საუკეთესო მომენტი იყო.

“ყოველთვის მეკითხებოდნენ, თუ რომელი ქულა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემს კარიერაში, ახლა კი შემიძლია ვთქვა, რომ ინდიან უელსის ტურნირზე დაბრუნება საუკეთესო მომენტია. ამან ბევრი ცუდი ემოციისგან გამათავისუფლა და გულშემატკივრებისგან დადებითი ემოციებიც მივიღე. ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელი იყო".

შეგახსენებთ, რომ 2001 წელს ინდიან უელსის ტურნირზე გულშემატკივარი სერენა უილიამსის და მის დის ვინუსის მიმართ რასისტული შეძახილებით “გამოირჩა”. ამის შემდეგ დებმა აღნიშნულ შეჯიბრს ბოიკოტი გამოუცხადეს და 14 წელი ამ კორტებზე აღარ უთამაშიათ. თუმცა, წელს სერენა ინდიან-უელსში კვლავ გამოჩნდა და გულშემატკივრებმა ლეგენდას გულთბილი დახვედრა მოუწყვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები