ტიმ შერვუდი: „ასტონ ვილას“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხება შეუძლია
Aa
Aa

ტიმ შერვუდი: „ასტონ ვილას“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხება შეუძლია

„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ შერვუდმა „პრემიერ ლიგის“ 31-ე ტურის მატჩის წინ, საკმაოდ თამამი განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ მის გუნდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხება შეუძლია.

 

„ვფიქრობ, რომ მოწინააღმდეგის დამარცხება ნამდვილად შეგვიძლია. მათ საშინაო არენაზე გამართულ მატჩებში ძალიან კარგი სტატისტიკა აქვთ, თუმცა დალაგებული და ტაქტიკურად გამართული ფეხბურთის თამაშით „ოლდ ტრაფორდზე“ შანსი ნებისმიერ გუნდს აქვს. ჩვენ მათი არ გვეშინია და საკუთარი შანსების მაქსიმალურად გამოყენებას ვეცდებით“ - განაცხადა ყიმ შერვუდმა

 

„მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „ასტონ ვილას“ შორის დაპირისპირება 4 აპრილს, 17:00 დაიწყება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები