ჯიღაური ფრანგულ კლუბში - ქართველი შემტევი ყაზახეთიდან ევროპაში
Aa
Aa

ჯიღაური ფრანგულ კლუბში - ქართველი შემტევი ყაზახეთიდან ევროპაში

საფრანგეთის ლიგა 2-ში აღზევებულ ''გრენობლის'' შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი ჯაბა ჯიღაური ითამაშებს.  ინფორმაციას ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ადასტურებს.

26 წლის ფეხბურთელი 2016 წლიდან უცხოეთში ასპარეზობს. იცავდა მაკედონიური ''ვარდარისა'' და ყაზახური ''ორდაბასის'' ღირსებას. შემტევმა მიმდინარე წელს ყაზახეთის პრემიერლიგის 13 მატჩში 3 გოლი შეაგდო.

საფრანგეთის სხვადასხვა ჩემპიონატებში გია გურულს, სანდრო გურულს, ჯაბა კანკავას, ამირან სანაიასა და გიორგი მაკარიძეს უთამაშიათ. ჯიღაური ახალი სეზონიდან ''გრენობლისთვის'' ითამაშებს.

ჯაბა ჯიღაური თბილისის ''დინამოსა'' და საჩხერის ''ჩიხურას'' ყოფილი მოთამაშეა. ის საქართველოს ახალგაზრდული  ნაკრების ღირსებას იცავდა. 2016 წლიდან ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები