მუნდიალი 2018 - 20 ფოტო, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება
Aa
Aa

მუნდიალი 2018 - 20 ფოტო, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება

2018 წლის რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატმა ქომაგებს ბევრი მოგონება დაუტოვა.

ვერ ვიტყვით, რომ ეს იყო 21-ე საუკუნეში გამართული საუკეთესო მუნდიალი, თუმცა სამხრეთ აფრიკისა და ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატებს სანახაობრივად აშკარად აჯობა.

მატჩები, გოლები, ემოციები, სენსაციები და ყველა დაუვიწყარი მომენტი, რომელიც ქომაგებს მუდამ ემახსოვრებათ.

გთავაზობთ 20 ფოტოს, რომელიც ისტორიაში სამუდამოდ დარჩება:

კრიშტიანუ რონალდუ ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ. რამდენიმე წამში 33 წლის პორტუგალიელი დაუვიწყარ ჯარიმას შეასრულებს და მისი ჰეთ-თრიკის დამსახურებით ანგარიში 3:3 გახდება.

ირვინ ლოზანოს გოლი მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონის კარში, რომლის დროსაც მექსიკაში სეისმური ბიძგები დაფიქსირდა.

„აცტეკებმა“ ისტორიული 3 ქულა მოიპოვეს და გერმანელთა ჯგუფში ჩარჩენის პროცედურა დაიწყეს, რომელიც საბოლოოდ სამხრეთ კორეამ დაასრულა.

ტონი კროოსის შედევრი შვედების წინააღმდეგ. მატჩის დამატებითი 95-ე წუთი, ანგარიში 1:1 იყო და ფრის შემთხვევაში გერმანია 99%-ით ჯგუფში რჩებოდა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გაირკვა, როისმა კროოსს ჩასჩურჩულა, რომ ტანმაღალ შვედებთან ჩაწოდებას აზრი არ ჰქონდა და დარტყმა აჯობებდა. კროოსმა ბურთი გააგორა, როისმა გაუჩერა და ბუუმ!..

გერმანიამ საოცარი გამარჯვება იზეიმა, თუმცა საბოლოოდ „ბუნდესგუნდი“ სამხრეთ კორეამ 2:0 დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა.

საფრანგეთი არგენტინის შვიგოლიანი თრილერი, რომელმაც „მამლების“ საჩემპიონო გზას საფუძველი ჩაუყარა.

შეხვედრის სტარტი, ჯერ კიდევ ფრე 0:0 იყო როცა ანტუან გრიზმანმა სამხრეთ ამერიკელთა კარში ულამაზესი ჯარიმა დაარტყა.

„ალბისელესტეს“ გოლკიპერმა ფრანკო არმანიმ ბურთს უბრალოდ თვალი გააყოლა.

ფოტოგრაფის ნამდვილი შედევრი - საოცარი კადრი. ბურთი ხარიხას მოხვდა და არგენტინა ამ მომენტში გადარჩა, თუმცა საბოლოოდ კილიან მბაპეს ვერ გადაურჩნენ.

საფრანგეთი ურუგვაის მეოთხედფინალური მატჩი. ფრანგები რაფაელ ვარანის გოლით 1:0-ს იგებდნენ.

კუთხურის შესრულების შემდეგ ურუგვაელმა მარტინ კასერესმა ზუსტი და ძლიერი თავური დარტყმით ბურთი ფრანგების კარის კუთხისკენ გადაგზავნა, მაგრამ უგო ლორისმა საოცარი რეაქცია გამოავლინა და თავისიანები იხსნა.

კოლუმბიელმა და მექსიკელმა ქომაგებმა ეგვიპტის ნაკრების შეზღუდული შესაძლებლობების მქონე გულშემატკივარი ხელში აიყვანეს და თავისი ნაკრების თამაშის ყურების საშუალება მისცეს.

პოლონეთის ნაკრების მოთამაშე, სენეგალელ მეტოქეს წამოდგომაში ეხმარება.

მესი ნიგერიის კარში გატანილ გოლს ზეიმობს. ეს იყო ლეოს ერთადერთი გოლი რუსეთის მუნდიალზე.

რიკარდო კუარეჟმას ულამაზესი გოლი ირანის ნაკრების კარში.

ვეტერანმა პორტუგალიელმა თავის სტილში მორიგი „ეფე“ გაიტანა და ბევრის აზრით, ეს იყო მუნდიალის საუკეთესო გოლი.

ბენჟამინ პავარის გასროლა არგენტინელთა კარისკენ.

ბევრი ფიქრობს, რომ ტურნირის საუკეთესო გოლი სწორედ ეს იყო.

პავარის ულამაზესი გოლის წყალობით ფრანგებმა არგენტინელთა წინააღმდეგ ანგარიში 2:2 გახადეს, რის შემდეგაც სამხრეთ ამერიკელები გატყდნენ და საბოლოოდ დამარცხდნენ კიდეც.

რუსეთის ნაკრებმა ისტორია დაწერა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსებმა მუნდიალის მეოთხედფინალში პირველად ითამაშეს.

120 წუთიანი ყრუ დაცვის შემდეგ რუსებმა პენალტების სერიამდე მიაღწიეს, სადაც დარტყმები უფრო ზუსტად შეასრულეს და მომდევნო ეტაპზე გავიდნენ.

სალვადორელი ფოტოგრაფი იური კორტესი, რომელიც ინგლისის კარში მარიო მანჯუკიჩის გოლის გატანის შემდეგ ხორვატმა ფეხბურთელებმა ზეიმის დროს შემთხვევით წააქციეს, თუმცა მას არაფერი დაშავებია და პირიქით, გაუმართლა კიდეც - მის მიერ გადაღებული ფოტოები ისტორიას შემორჩება.

მუნდიალის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი კილიან მბაპე თავისი საფირმო სისწარფის აკრეფვის მომენტში.

მისი სისწრაფე უბრალოდ დაუჯერებელი იყო. გაქცეულ მბაპეს ვერცერთი მცველი ვერ იჭერდა.

19 წლის ფორვარდის გარღვევები ფრანგების მთავარი იარაღი იყო.

ხორვატმა ვრსალკომ ინგლისის დამარცხება და ფინალში გასვლა ასე აღნიშნა.

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი VIP ლოჟიდან თავისი ქვეყნის ჩემპიონობას აღნიშნავს.

ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და ლუკა მოდრიჩი.

ქალბატონი პრეზიდენტი დაჯილდოების დროს ემოციებს ვერ მალავდა და ყველა მოთამაშეს გადაეხვია.

ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო „სეივი“ - მექსიკა გერმანიის წინააღმდეგ. ტონი კროოსის ერთი შეხედვით იდეალური დარტყმა.

გილერმო ოჩოამ თავისიანები აშკარა გოლისგან იხსნა.

დიეგო არმანდო მარადონა ტრიბუნებზე ემოციებს ვერ იკავებდა.

არაფხიზელ მდგომაროებაში მყოფი დიეგო ნიგერიის კარში მარკოს როხოს გოლს ასე ზეიმობდა.

დაჯილდოების ცერემონიის დროს ძლიერად გაწვიმდა. კარგა ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინის გარდა ყველა ადამიანი სველდებოდა, მათ შორის საფრანგეთისა და ხორვატიის პრეზიდენტებიც.

მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ქოლგებით სხვებმაც ისარგებლეს.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ჩემპიონატის ფინალების წაგების შემდეგ ანტუან გრიზმანი უმთავრესი ტიტულის მფლობელი გახდა.

გრიზმანი ამიერიდან მსოფლიო ჩემპიონის რანგში იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები