გრიზმანი:
Aa
Aa

გრიზმანი: "ბარსელონაში გადასვლა ნამდვილად შემეძლო...ჩემი გადაწყვეტილებით ვამაყობ"

მსოფლიო ჩემპიონობისა და პარიზში საზეიმო მსვლელობის შემდეგ ანტუან გრიზმანმა პრესასთან ისაუბრა.

„ატლეტიკოს“ შვიდიანს კვლავ „ბარსელონაში“ შესაძლო გადასვლასა და მის უარზე ჰკითხეს, რაზეც 27 წლის ფორვარდმა უპასუხა:

„ბარსელონაში გადასვლა ნამდვილად შემეძლო. კატალონიელებისგან რეალური შემოთავაზება იყო, თუმცა მე უარი ვთქვი და ჩემი გადაწყვეტილებით ვამაყობ.

მალე „ატლეტიკოსთან“ ერთად ახალ სეზონს დავიწყებ, რასაც მოუთმენლად ველი. ევროპის სუპერ თასზე „რეალთან“ დაპირისპირება გველოდება და მის მოგებას ვგეგმავთ“.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანმა მადრიდის „ატლეტიკოსთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება წელიწადში 20 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები