''სრულყოფილი მესიც არაა'' - ''ყველაზე დიდი სიხარული ''ბარსელონასთან'' გამარჯვებამ მომანიჭა''
Aa
Aa

''სრულყოფილი მესიც არაა'' - ''ყველაზე დიდი სიხარული ''ბარსელონასთან'' გამარჯვებამ მომანიჭა''

rtl-ზე გადაცემა What If?-ის სტუმარი ლონდონის ''არსენალის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იყო. ლონდონის ''არსენალში'' გატარებული 22-წლიანი პერიოდის შემდეგ ფრანგი სპეციალისტი უმუშევარია. ვენგერი გადაცემის წამყვან კრისტინე კელის ესაუბრა.

- თუ იყო ერთი მომენტი, რომელსაც შენი ცხოვრებიდან ამოშლიდი ?

- ყველა მარცხი.

- არ იყო ბევრი....

- იყო იმაზე უფრო მეტი ვიდრე თქვენ ფიქრობთ. თითოეული მარცხი შრამია სიცოცხლისთვის. თითოეული მარცხი სამუდამოდ რჩება დიდ იმედგაცრუებად.

- ყველაზე დიდი შეცდომა.

- ''არსენალში'' დარჩენა 22 წლის განმავლობაში. მე მომწონს გუნდიდან გუნდში ხშირი გადასვლა, მაგრამ ამავე დროს მომწონს გამოწვევების გამკლავება. მე ვიყავი საკუთარი გამოწვევების ტუსაღი.

- ყველაზე ''ბნელი ცოდვა,'' რომელსაც საკუთარ თავში ინახავ?

- მე ვაგემოვნებ საკონდიტრო ნაწარმს. სტრასბურგიდან ვარ. საკონდიტრო ნაწარმს ყოველდღე მივირთმევ.

- არსენ ვენგერს უყვარს ბობ მარლი, რაც ბევრმა არ იცის...

- მე მიყვარს ბობ მარლი. მისი მუსიკა უმაღლესი დონისაა. სამწუხაროა, რომ 35 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას უყვარდა სპორტი, მუსიკა...

- მოულოდნელობა თქვენს კარიერაში 1996 წელს, როცა თქვენ გახდით უცხოელი მწვრთნელი პრემიერლიგაში. ყველასთვის უცნობი მწვრთნელი მოკლე პერიოდში წარმატებული გახდით. მოულოდნელი იყო?

- მაშინ ინგლისში ასეთი სურათი იყო, რომ უცხოელი სპეციალისტები ინგლისში წარმატებას ვერ აღწევდნენ. ვიდრე ''არსენალში'' დავიწყებდი მუშაობას, პრემიერლიგაში ორმა თუ სამმა უცხოელმა იმუშავა. არსებობდა თეორია, რომლის მიხედვით შესაძლებელი იყო, რომ უცხოელს არასდროს მოეპოვებინა პრემიერლიგის ტიტული. სიამოვნებას მანიჭებდა ევროპაში დაბრუნება, მაგრამ ვითვალისწინებდი იმ ფაქტს, რომ წარუმატებელი მუშაობის შემთხვევაში კლუბიდან გამიშვებდნენ.

-  თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რომელმა ფეხბურთელმა დატოვა ?

- ჩემი გაწვრთნილი ფეხბურთელებიდან ალბათ ტიერი ანრიმ.

- რომელმა მატჩმა მოგანიჭათ ყველაზე დიდი ბედნიერება?

- ალბათ ''ბარსელონასთან'' გამარჯვებამ, როცა კატალონიური გუნდი ბრწყინვალე ფორმაში იყო. ''ბარსელონას'' ვერავინ ამარცხებდა. ორივე გუნდისთვის განსაკუთრებული თამაში გამოვიდა.

- ფეხბურთელი, რომლის გადაბირებით ყველაზე მეტად ამაყობთ?

- მე ყველაზე ამაყი ვარ იმ ფეხბურთელების შეძენით, რომელთა სანაცვლოდ მცირე თანხა გადავიხადეთ, შემდეგ კი მათ უმაღლეს დონეზე ითამაშეს. ტურე, ანელკა, კემპბელი, ანელკა.

- თქვენთვის როგორია სრულყოფილი ფეხბურთელი?

- არ არსებობს სრულყოფილი მოთამაშე. ყველას აქვს ნაკლი. მესი საუკეთესოა, თუმცა თუ მის თამაშს ანალიზს გავუკეთებთ, დავინახავთ რომ ის არ არის ძალიან კარგი მეორე სართულზე, ასევე ვერ ვხედავთ მის დიდებულებას დაცვითი ფუნქციების შესრულებისას. ცხადია თითოეულ მოთამაშეს აქვს ნაკლი და თითოეულს აქვს პლუსი. მწვრთნელმა მათი უნარები ისე უნდა დააბალანსოს, რომ საერთო ჯამში ნაკლოვანებების დაფარვა მოახერხოს. კონკრეტული ფეხბურთელი იმ მოთამაშის გვერდით უნდა ათამაშოს, რომელთან ერთად ასპარეზობით მისი სისუსტე დაიფარება.

- 2010 წელს მიიღეთ წინადადება დაგეკავებინათ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი?

- დიახ. ეს შესაძლებლობა რამდენჯერმე მქონდა, მაგრამ უფრო მეტად ყოველდღიური მუშაობა მხიბლავდა. ეროვნული ნაკრები წლის განმავლობაში დაახლოებით 10 მატჩს ატარებს, კლუბი კი - გაცილებით მეტს. ჩემი ნარკოტიკი ყოველი შემდეგი მატჩია...

არსენ ვენგერის საყვარელი მუსიკოსი - ბობ მარლი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები