Aa
Aa

"მილანში" ფასონეს გაზიდისი შეცვლის?

იტალიური „მილანის“ ახალი მფლობელი, ამერიკული კომპანია, „ელიოტი“ კლუბის მმართველ საბჭოში ცვლილებებს გეგმავს და შესაძლოა, თანამდებობის დატოვება აღმასრულებელ დირექტორ მარკო ფასონესაც მოუწიოს.

Corriere della Sera ამბობს, რომ „როსონერის“ დირექტორატში მოხვედრის კარგი შანსი ივან გაზიდისს აქვს, რომელიც 2009 წლიდან ლონდონის „არსენალის“ აღმასრულებელი დირექტორია. გამოცდილ ფუნქციონერთან მოალაპარაკებები მიმდინარეობს და თუკი გაზიდისი ლომბარდიაში გადაბარგდება, სწორედ ფასონეს ადგილს დაიკავებს.

ამასთანავე, დიდი შანსია, რომ „მილანს“, მისი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ლეონარდო შეუერთდეს, რომელიც „ელიოტის“ ერთ-ერთი ფავორიტია და ფანების პროტესტის მიუხედავად, კლუბის ტექნიკური დირექტორის პოსტის დაკავებასთან ახლოსაა.

კიდევ ერთი სიახლე, რომელიც „შავ-წითლებს“ ეხებათ ისაა, რომ გუნდის ყოფილი მფლობელი, ლი იონჰონი სასამართლოში ჩივილს აპირებს, რადგან მიიჩნევს, რომ კომპანია „ელიოტმა“ მას „მილანი“ წესების დარღვევით ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები